პინტო: ”მე ვიცი, რომ რაღაც მომარტყეს”
სამეფო თასის გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ”ალავესი” ”ბარსელონას” ეთამაშებოდა კატალონიური კლუბის კიპერს უცნობი საგანი ესროლეს.
”ბარსას” კარს 36 წლის ხოსე მანუელ პინტო იცავდა, რომელიც ვიქტორ ვალდესის შემცვლელია. შეხვედრის 51-ე წუთზე მას უცნობი საგანი მოარტყეს. თავად მეკარე ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
”მე ვიცი, რომ რაღაც მომარტყეს, მაგრამ ამაზე გაჩერება არ მსურდა. ვფიქრობ, რომ ეს პურის ნატეხი იყო. მე სისხლი წამომივიდა, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ” - განაცხადა პინტო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]