კავშირები ”სელტასთან”

კავშირები ”სელტასთან”

 

6 წლის შემდეგ ”ბარსელონა” კვლავ შეხვდება ”სელტას”. ”ბარსელონას” 3 წარმომადგენლისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება წარსულის გამო, რომელიც მათ გალისიურ კლუბთან აკავშირებთ.

 

ვილანოვას დებიუტი პრიმერაში ”სელტასთან” ერთად ჰქონდა

 

ტიტო ვილანოვა შეხვდება გუნდს, რომელთანაც ერთად ფეხბურთელის რანგში დებიუტი ჰქონდა პრიმერაში. ”ბარსას” აკადემიაში და ”ფიგერესში” ასპარეზობის შემდეგ 1992 წელს მან ”სელტაში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო პრიმერაში. ”ბალაიდოსზე” მან 3 სეზონი გაატა, სადაც 29 შეხვედრის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა.

 

პინტომ ”სელტაში” ასპარეზობისას ”ზამორას” ჯილდო მოიგო

 

”ბეტისის” კანტერაში აღზრდილი კიპერი პრიმერაში პირველ ნაბიჯებს ”სელტას” კარში დგამდა. ის ”სელტას” კარს 10 სეზონის განმავლობაში იცავდა და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იმ გუნდის, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო. ის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა. იმ გუნდის მთავარი მოთამაშეები მასტავოი და გუსტავო ლოპესი იყვნენ. 2005-06 სეზონში პინტომ ”ზამორას” ჯილდო მიიღო, რომელიც იმ კიპერს გადაეცემა, რომელიც ყველაზე ცოტა ბურთს უშვებს პრიმერაში. პინტომ იმ სეზონში 35 შეხვედრაში 28 გოლი გაუშვა. 2008 წელს ის ”ბარსელონაში” გადადის.

 

ტიაგოს მამა ”სელტაში” თამაშობდა

 

ტიაგო ალკანტარას არასდროს უთამაშია ”სელტაში”, თუმცა ამ გუნდმა მასზე საკუთარი კვალი დატოვა. ტიაგომ ბავშვობა გალისიაში გაატარა, სადაც მამამისი, მაზინი 1996-99 სეზონებში გუნდის გამორჩეული მოთამაშე იყო. ”ბარსამ” ტიაგო 2005 წელს, კლუბ ”ურეკადან” შეიძინა. ”ბარსას” მე-11 ნომერი ”სელტას” წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მან ამ გუნდის წინააღმდეგ 2010/11 სეზონში ითამაშა, როცა სეგუნდა დივიზიონში ”ბარსას” სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.