”ბარსელონა” - ”სელტა”. გამორჩეული მოთამაშეები

”ბარსელონა” - ”სელტა”. გამორჩეული მოთამაშეები

 

ვიქტორ ვალდესი: იმ დროს, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 0:0 იყო კატალონიელმა კიპერმა ”სელტას” თავდამსხმელს, ასპას დარტმული მოიგერია, როცა ის პირისპირ იყო დარჩენილი მეკარესთან.  ვალდესმა ამ მომენტში გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა, ის ”ბარსას” დაცვის მთავარი მოქმედი პირი იყო.

 

ადრიანო კორეია: ბრაზილიელი აგრძელებს გოლების გატანას. ადრიანომ მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა, თანაც მაშინ, როცა 3 მცველიან ტაქტიკაში თამაშონდა. მან 21-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა პედროს გადაცემის შემდეგ. სამწუხაროდ შეხვედრის 38-ე წუთზე მას ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

 

ჟორდი ალბა: მარცხენა მცველი ორივე დროს ძალიან კარგად გრძნობს თავს: მაშინ როცა გუნდს უტევენ და მაშინ, როცა გუნდი უტევს. მან მიმიდინარე სეზონში უკვე 3 გოლი გაიტანა და მეტოქე გუნდების დამწუხრებას მომავალშიც შეეცდება. კატალონიელმა გუნდის მესამე გოლი დავიდ ვილიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა.

 

დავიდ ვილია: ესპანელი თავდამსხმელი ფორმაში შევიდა და ამას ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს. მან ბოლო 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. შეხვედრის 25-ე წუთზე მან ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა ანდრეს ინიესტასთან, რის შემდეგაც ხავი ვარასი დაამწუხრა. დავიდი გუნდის მესამე გოლის დროს ასისტენტის როლში მოგვევლინა და ჟორდი ალბას ძალიან ლამაზი გადაცემით გაატანინა გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.