გუნდი ბარსელონაშია

გუნდი ბარსელონაშია

 

გუშინ ჩემპიონთა ლიგაში, "სელტიკთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნდმა ღამე გლაზგოში გაატარა. დღეს დილით კი "ბარსელონას" ექსპედიცია შინ დაბრუნდა.

 

ტიტო ვილანოვამ გადაწყიტა, რომ დღეს გუნდმა დაისვენოს. ფეხბურთელები პრიმერას მე–11 ტურისთვის მზადებას ხვალიდან შეუდგებიან. სესია "სიუტატ ესპორტივაზე" 11 საათზე გაიმართება. გუნდი კვირას, 20:30 საათზე სტუმრად "მალიორკას" ეთამაშება. ხვალინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრეს–კონფერენციას დანი ალვესი გამართავს.

 

გუნდს "მალიორკასთან" შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში შაბათს ექნება. ვარჯიში 16 საათზეა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა მატჩის წინა პრეს–კონფერენციას გამართავს. ამის შემდეგ გუნდი გეზს მალიორკასკენ აიღებს, სადაც ფეხბურთელები ერთ ღამეს გაატარებენ.

 

სურათები:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.