"ბარსელონა" – "სარაგოსა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

"ბარსელონა" – "სარაგოსა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ სამშაბათს მოსკოვში მას რთული შეხვედრა ელოდება, თუმცა ამჟამად მას მხოლოდ "სარაგოსასთან" გასამართ შეხვედრაზე ფიქრი ურჩევნია.

 

პრიმერას ლიდერები ჯერ–ჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე არ ფიქრობენ. ტიტო ვილანოვა "სარაგოსასთან" მატჩზეა კონცენტრირებული: "ჩვენ ვაცნობიერებთ სამშაბათს გასამართი შეხვედრის მნიშვნელობას, თუმცა წინ შაბათის მატჩი გვაქვს. არ შეიძლება მოდუნდე, როდესაც ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ასპარეზობ. "სარაგოსასთან" მატჩი ახლა ჩვენთვის უფრო პრინციპულია, რადგან ჯერ ამ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება. ლა ლიგის ბევრ გუნდს კარგად სურს თავის წარმოჩენა "ბარსასთან" ან "რეალთან". ჩვენ რომ ყოველთვის ვიმარჯვებდეთ, მაშინ ასეთი საინტერესო მატჩები არ იქნებოდა. საჭიროა ყველა თამაშის თამაში და არცერთი მათგანი ადვილი არ არის" – განაცხადა ტიტომ.

 

ასევე ტიტომ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრაში იხილავს მონტანიესს, აბრაჰამს, ედუ ორიოლს და ვიქტორ როდრიგესს, რომლებიც კატალონიური გუნდის აკადემიაში სწავლობდნენ. ფეხბურთელებზე, როგორებიც ისინი არიან ტიტომ აღნიშნა: "მათ ყოველთვის სურთ "ნოუ კამპზე" თამაში, თუნდაც სხვა გუნდის მაისურით".

 

პუიოლის დაბრუნება

 

"ბარსელონას" კაპიტანი მოედანს შაბათს დაუბრუნდება. "მატჩამდე მხოლოდ ერთი ვარჯიში დარჩა. პრინციპში ის მზადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იდაყვის ტრავმა რომ არ ყოფილიყო, ის მოედანს გაცილებით ადრე დაუბრუნდებოდა. თანაც ის ძალიან მიზანსწრაფულია" – აღნიშნა მწვრთნელმა. "ყველამ ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ის და ჩავი მწყობრში რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ, თუმცა ეს ფეხბურთელების და კლუბის პირადი საქმეა".

 

ვილანოვა მოხარულია ტრავმერებული ფეხბურთელების დაბრუნებით, თუმცა ამავდროულად დამწუხრებულიაა ალექსისის ტრავმის გამო: "ეს დასანანია. მან კარგი ფორმა აკრიფა, ტრავმამ კი პროგრესს შეიძლება ხელი შეუშალოს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მისი სწრაფად დაბრუნებისთვის, რადგან გუნდისთვის ის ძალიან ბევრს აკეთებს".

 

ასევე მალე ელოდებიან ისააკ კუენკას დაბრუნებას: "ის მოედანზე ვარჯიშებს იწყებს. გასულ სეზონში პირველ გუნდში მან კარგი სამუშაო ჩაატარა და როგორც კი დაბრუნდება კვლავ ითამაშებს" – აღნიშნა ტიტომ.

 

შემადგენლობის როტაცია

 

"ჩვენ ვცდილობთ ძირითადი შემადგენლობის ხშირ როტაციას, რადგან სეზონის ბოლო ტონუსში მყოფი ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს. ამ პროცესში ყველა ფეხბურთელის ჩართვას ვგეგმავთ" – განაცხადა ვილანოვამ და ასევე კომენტარი გააკეთა იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც სანაკრებო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა: "ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები საუკეთესოებს ირჩევენ. მათი სამუშაო რთულია, რადგან მათაც უნდა გაიმარჯვონ. ჩვენთვის უდიდესი მნიშვენლობა აქვს ფეხბურთელების მდგომარეობას და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ისინი გაუძლებენ დატვირთვას უამრავ თამაშში მონაიწლეობისას".

 

ასევე ტიტომ პრეს–კონფერენციის დრო იხელთა და როგორც საკუთარი, ასევე კლუბის სახელით ვიქტორ ვალდესს და ექიმ რიკარდ პრუნას შვილების შეძენა მიულოცა.

 

პრეს–კონფერენციის ბოლოს ტიტომ ყურადღება გაამახვილა ხორხე ვალდანოზე, რომელმაც "ბარსას" სტილი შეაქო: "მიუხედავად იმისა, რომ ის მადრიდული სტრუქტურის ნაწილია დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წლებში "ბარსას" სათამაშო სტილით ის სიამოვნებას იღებს. როდესაც ის მწვრთნელი იყო მისი გუნდები ისეთ თამაშს ცდილობდნენ, როგორც ჩვენ ვთამაშობთ" – დაასრულა ტიტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.