პრეს-კონფერენცია კვლავ ტიტოსთან ერთად

პრეს-კონფერენცია კვლავ ტიტოსთან ერთად

პრეს–კონფერენციას კვლავ ტიტო ვილანოვა მართავს. მან "სარაგოსასთან" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და გააცხადა, რომ არასოდესაა ადვილი ითამაშო, როდესაც გარშემო ამდენი ფეხბურთელი გახვევია...

 

მატჩის შემდგომ, სტუმართა კიპერის ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ტიტო ვილანოვამ მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "დობლასი დღეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა. არასოდესაა ადვილი ითამაშო, როდესაც გარშემო ამდენი ფეხბურთელი გახვევია."

 

ვილანოვა მხოლოდ გატანილი ერთი გოლით თავს მშვიდად ვერ გრძნობდა და მისი ფეხბურთელები ცდას არ აკლებდნენ და დობლასის კარს უტევდნენ და უტევდნენ. "ყველა ცდილობდა მეორე გოლის გატანას. როდესაც ანგარიში მხოლოდ 1:0–ია, მაშინ თამაში მარტივი არ გახლავთ. ჩვენ თავს მშვიდად ვერ ვგრძნობდით და არც "არსენალზე" ვფიქრობდით", განაცხადა მან.

 

ჟურნალისტებმა "ბარსას" მეორე მწვრთნელს კითხვები პეპზეც დაუსვეს, რაზეც ვილანოვამ ასეთი განცხადება გააკეთა: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მის ხილვას "არსენალთან" მატჩშიც შევძლებთ. იგი "ვალენსიასთან" შეხვედრაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მას ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მადლობა მას. ვიმედოვნებთ, რომ იგი თანდათანობით მომჯობინდება."

 

პეპმა ამ შეხვედრაში როტაციას მიმართა და რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, გარდა მესისა. "არის დღეები, როდესაც შენ დასვენება გესაჭიროება, მაგრამ მას თამაში ყოველთვის სურს და იგი თავს ძალიან კარგადაც გრძნობს. თუ მას მეორე ტაიმში კარგი შედეგი ექნებოდა ნაჩვენები, მაშინ შეიძლება ლეო შეგვეცვალა კიდეც", განაცხადა ტიტომ.

 

ჟურნალისტებმა ბოლოს კითხვა კარლეს პუიოლის შესახებაც დაუსვეს, რაზე მან განაცხადა, რომ პუიოლი უფრო უკეთაა და რომ ისინი მას ხვალ და ზეგ დააკვირდებიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.