ბარტრა: "ემერიმ იცის, თუ როგორ შეგვიქმნას პრობლემები"

ბარტრა: "ემერიმ იცის, თუ როგორ შეგვიქმნას პრობლემები"

 

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც კატალონიელები "სპარტაკს" დაუპირისპირდებიან.

 

"მოსკოვის "სპარტაკი" რთული მეტოქეა სწრაფი თავდამსხმელებით. შევეცდებით ბურთის კონტროლით ვითამაშოთ. უნაი ემერი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში და იცის, თუ როგორ შეგვიქმნას პრობლემები. როგორც შევაფასებდი "სპარტაკს" 10 ქულიანი შკალით? ამჟამად 10 ბალით" – განაცხადა მარკ ბარტრამ.

 

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკისა" და "ბარსელონას" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.