ინიესტა: "რაც უფრო მალე გავინაღდებთ შემდეგი ეტაპის საგზურს, მით უკეთესი"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ საკუთარ აზრი დააფიქსირა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრის წინ, სადაც კატალონიელები მოსკოვის "სპარტაკს" დაუპირისპირდებიან.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამშაბათს გამარჯვების მოპოვება: რაც უფრო მალე გადავწყვეტთ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხს მით უკეთესი. მოხარული ვარ, რომ მწყობრში დაბრუნდა პუიოლი. მისი ყოფნა მოედანზე გუნდის დაცვის ხაზს მეტ რწმენას შემატებს" – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მოსკოვში გუშინ ჩაფრინდნენ, სადაც ხვალ მოსკოვის "სპარტაკს" დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]