დავიდ ვილა - გზა დიდებისკენ

დავიდ ვილა - გზა დიდებისკენ

 დავიდ ვილა დღეს ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამხმელია, მაგრამ ბავშვობაში ის თავის პირველ კლუბში სრულიად შორს იყო ამ სტატუსისგან.
"თუ გულდასმით დავაკვირდებოდით, შეგვეძლო დაგვენახა მასში რაღაც დოზით ნიჭიერება. ეფექტური იყო დიდ სივრცეში, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ასეთი დონის ვარსკვლავი თუ დადგებოდა მისგან." - აცხადებს "ლანგრეოს" პრეზიდენტი, ალფონსო კენფუეგოსი.

ეს ალბათ რიგითი ადამიანის განცხადებაა, მაგრამ დავიდის პირველი მწვრთნელი, ხორხე მანუელ როდრიგეს გუტიერესი ამტკიცებს, რომ ფეხბურთლი ძალიან თავდაჯერებული იყო თავის შესაძლებლობებში: "მან იცოდა, რომ ამას მიაღწევდა და ბევრს ითხოვდა საკუთარი თავისგან. ვარჯიშებს არ აცდენდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წარმატებისკან."

 წარუმატებელი პირველი მცდელობა
 სანამ დავიდ ვილა "ლანგრეოს" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდებოდა, პირველი გოლი არაოფიციალურ ტურნირში გაიტანა. 9 წლის ასაკში ვილამ "ოვიედოში" სინჯები გაიარა, მაგრამ კლუბმა მასთან კონტრაქტის გამფორმება არ ისურვა, რადგან დავიდი ძალაინ სუსტი იყო და თან სიმაღლის პრობლემაც აწუხებდა იმ დროს. სამაგიეროდ ესპანელი "ლანგრეოში" მიიღეს და შემდეგი რვა წელი ამ კლუბში ვარჯიშობდა.

 მამისადმი ერთგულება
"დღეს მე ფეხბურთელი ვარ და ამას მამაჩემს უნდა ვუმადლოდე, რომელიც მუდმივად ჩემს გვერდით იყო" - აცხადებს ვილა. ფეხბურთელის წამრატებაში მამამისს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის. დავიდი ვარჯიშებზე მამას დაჰყავდა და ყოველ მატში თან ახლდა მის შვილს.
 

 

 აღმავლობის ხანა
 ყველასთვის ცნობილია, რომ ვილა მხოლოდ და მხოლოდ თავდამხმელის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ერთ კლუბში მისი ადგილი სხვა პოზიციაზეც ვერ მოიძებნა. "ის ჯერ კიდევ პატარა იყო და მწვრთნელი მას საერთოდ არ ათამაშებდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სხვა ფეხბურთელები მის საქმეს უფრო უკეთ ასრულებდნენ. შემდეგ დავიდის მამა მოვიდა და გვთხოვა, რომ გაგვეშვა მისი შვილი სხვა კლუბში, სადაც მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი ფეხბურთელისთვის იქნებოდა ჩვენთან დარჩენა. იმ დღის შემდეგ ვილა მინდორზე გამოვიდა და ჩვენი გაოცება დაიწყო." - იხსენებს "ლანგრეუს" პრეზიდენტი.

"სპორტინგში" გადასვლა
 17 წლის ვილა პირველად "სპორტინგმა" აღმოაჩინა და თავის ახალგაზრდულ გუნდში აიყვანა. პირველ სეზონში ალმანსა იყო დავიდის მწვრთნელი. მან ვილაში დაინახა ის ტალანტი და თავდაჯრებულობა, რომელიც მომავალში ესპანელს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. მწვრთნელმა თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და გოლებმაც არ დააყოვნა. ამ კლუბში დღესაც ახსოვთ "ელ გუახეს" ფანტასტიური თამაში. მან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი სწორედ იმ "ოვიედოს" კარში გაიტანა, რომელმაც ბავშვობაში მას უარი განუცხადა კლუბში მიღებაზე. 

 რას ნიშნავს "გუახე"?
 დავიდ ვილას ზედმეტსახელი, "ელ გუახე", გაჩნდა ასტურიული სიტყვიდან და ნიშნავს პატარა ბიჭს, ბიჭუნას, ბავშვს. თავდამსხმელი ხშირად თანაგუნდელებზე დაბალი და სუსტი იყო, ამიტომ მას სწორედ ეს სახელი შეარქვეს.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.