მესი შესაძლოა მარადონა გახდეს
დღეს არგენტინა თავის პირველ მატჩს ჩაატარებს ნიგერიის წინააღმდეგ და მოსალოდნელია, რომ საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდეს მინდორზე. მესის დრო მოვიდა... შესაძლოა მალე ახალი მარადონა ვიხილოთ სამხრეთ აფრიკაში. ნიგერიის წინააღმდეგ მატჩში არგენტინის ლიდერად მესი მოგვევლინება და ნაკრებს იმ ტიტულისკენ წაუძღვება, რომელიც უკვე 24 წელიწადია მიუღწეველია სამხრეთ ამერიკილებისთვის. ზუსტად 24 წლის წინ დიეგო არმანდო მარადონამ მსოფლიო გააოცა და თავისი მარცხენა ფეხით მოიგო მუნდიალი. წინა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, მესი დღეს საკმარისი გამოცდილებით ხვდება ამ ტურნირს. "ფიფა" თვლის, რომ არგენტინელი საუკეთესოა მსოფლიოში. თავის მხრივ მარადონაც ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მესისგან ბევრს უნდა ველოდეთ.
ლეო დარწმუნებულია, რომ ეს მისი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. "ბარსელონაში" ჩატარებული კიდევ ერთი ფენომენალური სეზონის შემდეგ, ლეოს სურს მთელი მისი შესაძლებლობები მუნდიალის მოგებას დაახარჯოს. არგენტინელს სჯერა, რომ ვერავინ შეძლებს მოწყვიტოს იგი მთავარ მიზანს.
მაგრამ, მარადონობა ადვილი არ იქნება. როდესაც დონ დიეგომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო 1986 წელს, იგი 25 წლის იყო. ლეო ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ერთი წლით უფროსი, ვიდრე მარადონა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. განსხვავება დიდია. ამიტომ ამ საღამოს, როდესაც მსაჯი მატჩის დაწყების ნიშნად სასტვენს ჩაჰბერავს, შესაძლოა სულ სხვა არგენტინულ ისტორიას ჩაეყაროს საფუძველი.
მესიმ უკვე ყველა ის თვისება შეიძინა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთსო ფეხბურთელობისთვის არის საჭირო. მისი თანაგუნდელები და მეგობრები, კერძოდ კი მასკერანო, კუნ აგუერო და ვერონი თვლიან, რომ ლეოს თავისი ამჟამინდელი გამოცდილებით და შესაძლებლობებით შესწევს ძალა გახდეს საუკეთესო ნებისმიერ ტურნირში. "თავს მშვენივრად ვგრძნობ. მჯერა, რომ ჩემი ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს მუნდიალზე." - განაცხადა მესიმ პრესასთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში. მაგრამ ახლა ინტერვიუების დრო აღარ არის! მოქმედების დროა!
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]