"ლევანტე" – "ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
სერხიო ბუსკეტსი: "ლევანტე" არ ღალატობს თავის სათამაშო სტილს, მათ სირთულეები შემოგვთავაზეს, რომელთა გადალახვა არცთუ ისე ადვილია. "ბარსელონას" 11 გაზრდილი - ეს კანტერას ფეხბურთელებისათვის უდიდესი პატივია. "ბარსას" სკოლა კარგ ფეხბურთელებს აყალიბებს, ეს გასაოცარია როცა ჩვენ ყველანი ერთად ვთამაშობთ. ჩვენ ახლა არ ვფიქრობთ შემდეგ ტურში გასამართ მადრიდულ დერბიზე. ჩვენ ახლა მხოლოდ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და შემდეგ მეტოქეზე - "ატლეტიკზე" უნდა ვიფიქროთ, მათი დამარცხება ადვილი არ იქნება."
ჟერარდ პიკე: "ჩვენ უბრალოდ გამოგვივიდა და ვაჩვენეთ სეზონის საუკეთესო სტარტი, სწორედ ამიტომ ჩვენ პრიმერას ლიდერები ვართ. მაგრამ "რეალთან" უპირატესობა ჯერ არაფერზე მეტყველებს. მათი ჩამოწერა ყოველთვის ადრეა. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრ გოლს ვიღებდით მეტოქისაგან, უკანასკნელ თამაშში კი დაცვა ისე მოქმედებდა, როგორც საჭიროა. "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს უხარია მოედანზე გუნდის აღზრდილი 11 ფეხბურთელის ნახვა. ეს ამტკიცებს, რომ ჩვენი აღზრდის სისტემა სრულ მწყობრშია და კარგად მუშაობს ისევე, როგორც საათი."
ანდრეს ინიესტა: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა: ქულების აღება და გაზრდა როგორც გუნდი. ამ მომენტისთვის ჩვენი მთავარი მეტოქე - "ატლეტიკოა". რა იქნება მომავალში ამას უკვე დრო გვიჩვენებს, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ დონის შენარჩუნებას მთელი სეზონის მანძილზე, უფრო ცუდი დროც იქნება, მაგრამ ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა დავტკბეთ ამ მომენტით."
ჩავი ერნანდესი: "ჩვენ შესანიშნავი თამაშის დემონსტრირება მოვახდინეთ დაცვაშიც და შეტევაშიც, პლიუს შესანიშნავად ითამაშა ვალდესმაც, რომელმაც პენალტი მოიგერია. როცა მოედანზე გუნდის 11 აღზრდილი ფეხბურთელი ვთამაშობდით ეს ექსტრაორდინალური ფაქტი იყო. ეს ამტკიცებს იმას, თუ როგორ სამუშაოს ასრულებს კლუბი წლების განმავლობაში. ჩვენც სწორედ ამისაკენ მივისწრაფით. მახსოვს ლუი ვან გაალი ამბოდა, რომ მისი ოცნება იყო მოედანზე "ბარსას" აღზრდილი 11 მოთამაშე ერთდროულად ენახა, აი მისი ოცნებაც ახდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ "რეალთან" სხვაობა 11 ქულამდე გავზარდეთ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენი მდგომარეობა გვაღელვებს და მომავალში შევეცდებით უპირატესობა მეორეადგილოსან გუნდთანაც გავზარდოთ. "ატლეტიკო" ? ამ გუნდის დავიწყება არ შეიძლება, ისინი საკმაოდ ძლიერ ფეხბურთს აჩვენებენ და საკუთარ ძალებში თვითდაჯერებულნი არიან."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]