კრუიფი: "ბარსელონას" ნეიმარი არ სჭირდება"
კატალონიის "ბარსელონას" ექს-მწვრთნელმა, ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ გუნდი არ საჭიროებს ბრაზილიური "სანტოსის" ვარსკვლავით, ნეიმარით გაძლიერებას. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური და ესპანური წყაროების თანახმად, ნეიმარი ძალიან ახლოსაა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში მოსახვედრად. ნეიმარმა თავადაც განაცხადა, რომ მზად არის "სანტოსში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან ბრაზილიური კლუბი 2014 წელს უნდა დატოვოს.
"ბარსელონას" ნეიმარი არ სჭირდება. ეს რა თქმა უნდა ცხადია ამაზე კი ისიც მეტყველებს რომ მივაქციოთ ყურადღება თუ რამდენ გოლს იტანს გუნდი." - განაცხადა ლეგენდარულმა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]