"ბარსამ" ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო

"ბარსამ" ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო

 

ტიტო ვილანოვას "ბარსა" ისტორიას ქმნის ლა ლიგაში. აქამდე არცერთ გუნდს არ მოუგია საწყისს 14 შეხვედრაში 13 მატჩი. ბილბაოს "ატლეტიკთან" გამარჯვების შემდეგ კატალონიელებმა გააუმჯობესეს 1991/92 წლის სეზონში, რადომიკ ანტიჩის მადრიდის "რეალის" მაჩვენებელი. გასულ ტურში "ლევანტეს" დამარცხების შემდეგ "ბარსამ" ეს მიღწევა გაიმეორა, თუმცა ლეო მესის და ანდრეს ინიესტას დიდებული თამაშის შედეგად კატალონიელებმა ახალი რეკორდი დაამყარეს.

 

ლა ლიგის საწყისს 14 ტურში "ბარსელონამ" 48 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ კარში 16  ბურთი მიიღო. "ბარსელონამ" ანტიჩის "რეალის" ეს მაჩვენებელიც გააუმჯობესა, მადრიდელებს 13 ტურის შემდეგ 35 გოლი ჰქონდათ გატანილი, მათ კარში კი 7 გოლი იყო გასული.

 

ტიტოს რეკორდი

 

ტიტო ვილანოვამ მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა, რომ სტარტზე ასეთ შედეგებს არ ელოდა. პრიმერას მე–10 ტურში ის ლუი ვან გაალის "ბარსელონას" მაჩვენებელს გაუტოლდა, რომელიც "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო სტარტის მფლობელი იყო. 4 კვირის შემდეგ ვილანოვამ არა მხოლოდ კლუბის, არამედ პრიმერას რეკორდი დაამყარა.

 

დამატებით ვილანოვამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2010/11 წლის სეზონში 14 ტურის შემდეგ გუნდს 37 ქულა ჰქონდა –  12 გამარჯვება, 1 ფრე და 1 მარცი. ვილანოვამ პირველ სეზონში კი ასეთ შედეგს მიაღწია: 14 ტურის შემდეგ 40 ქულა – 13 გამარჯვება და 1 ფრე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.