ბიელსა: "ბურთის ყოველ დაკარგვას "ბარსელონას" შეტევა მოყვა"
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ წააგო ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით მისმა გუნდმა "ნოუ კამპზე".
"კატალონიელები ნებისმიერ მომენტში, მოედნის ნებისმიერ ადგილზე ინარჩუნებენ მუდმივ ბალანსს, თამაშობენ ერთნაირად ძლიერად და ერთ სტილში. ჩვენ ვერ გამოვიყურებოდით კარგად ბურთის ართმევისას, ხოლო სწრაფი კონრტ–შეტევების წარმართვის დროს ვკარგავდით ბურთს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ შეტევები არ იყო სწრაფი ბურთის ნებისმიერ დაკარგვას "ბარსელონას" შეტევა მოყვებოდა. "ატლეტიკს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომელსა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში მაღალი პოზიციის დაკევება შეუძლია, თუმცა ამ დრომდე გუნდის შედეგები სხვაზე მეტყველებენ" – განაცხადა მარსელო ბიელსამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]