დიდი ტესტი ლიდერისთის

დიდი ტესტი ლიდერისთის

 

დღეს "ბარსელონას" სეზონის ერთ–ერთი ურთულესი გასვლითი მატჩი ელოდება. "ბეტისი" ცხრილში მე–4 ადგილზე იმყოფება მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" და "ვალენსია" დაამარცხა. "ბარსა" ამ სტადიონზე ხშირად კარგავდა ქულებს, ამიტომაც ლეო მესის მწყობრში ყოფნა, რომელიც "ბენფიკასთან" შეხვედრაში დაშავდა გუნდისთვის დიდი ძალაა. არგენტინელი ასევე გააგრძელებს გერდ მიულერის რეკორდისკენ სვლას.

 

19 მოთამაშე განაცხადში

 

დამატებით არგენტინელი, ალვესი და ალექსისი შეხვედრის განაცხადში მოხვდნენ და ანდალუსიაში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან. ბარტრა ასევე სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა ის განაცხადს მიღმა დარჩა, ასევე შინ რჩებიან მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი. ტიტო ვილანოვას შეხვედრის დაწყების წინ 1 მოთამაშის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს.

 

"ბეტისი" ფორმაშია

 

"ბარსას" მეტოქეს ასევე რამდენიმე კარგი სიახლე ჰქონდა მიმდინარე კვირას. მათ 3 ცენტრალური მცველი, პაულაო, პერკუისი და მარიო დაუბრუნდათ ტრავმების შემდეგ. ანდალუსიელები წარმატებული სვლის გაგრძელებას გეგმავენ. სევილიურ დერბიში 5:1 დამარცხების შემდეგ მათ მოუგეს მადრიდის "რეალს" (1:0) და "დეპორტივოს" (2:3), რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში მე–4 პოზიციაზე გადავიდნენ. ეჭვგარეშეა, რომ "ბარსელონას" სეზონის ერთ–ერთი უდიდედი ტესტი ელოდება "ბენიტო ვილამარინზე".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.