აბიდალი: "აქ ადამიანებს ვუყვარვარ და სამუდამოდ აქ დარჩენა მსურს"
ფრანგმა საკუთარი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ის თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა კვლავ ფრთხილობს. ოპტიმისტური, ემოციური და რწმენით აღსავსე ერიკი გადაცემაში საუბრობდა ავადმყოფობასთან ბრძოლის შესახებ.
"მე ბევრი ბარიერი გადავლახე, თუმცა კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ოპერაციიდან 8 თვე გავიდა. მე ვიბრძოდი და ამას ყოველ დღე ვაკეთებდი. ზოგჯერ რთული დღეები იყო, თუმცა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყავი და ფეხბურთში დაბრუნებას ვცდილობდი".
აბიდალმა უკვე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა: "უკვე ვარჯიშებს შევუდექი და ჩემი მიზანი კვლავ თამაშია. დანებებას არასდროს ვაპირებდი, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. შესანიშნავი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ხალხს უყვარხარ. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად გამოხატავენ სიყვარულს და აქ სამუდამოდ უნდა დავრჩე".
სამუდამოდ მადლობელი
მცველი არასდროს ივიწყებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ნოუ კამპზე" დაბრუნებას: "თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ძალა მომანიჭა ამან მე. ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის და ყოველთვის აქ ვიქნები, რათა როგორც შემიძლია ისე დავეხმარო კლუბს". ერიკმა დიდი მადლობა გადაუხადა პეპ გვარდიოლას, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის საშუალება მისცა და კარლეს პუიოლს, რომელმაც ტიტულის პირველად აღმართვის უფლება მისცა: "მე ვიბრძოდი, რათა დავბრუნებულიყავი. პუიოლმა მითხრა, რომ როცა ამ ტიტულს თავს ზემოთ წევ სამყარო ჩერდება და ეს მართლა ასე იყო".
ის ასევე ძალიან აფასებს ტიტო ვილანოვას, რომელმაც პირველ პრეს–კონფერენციაზე მასზე ისაუბრა: "მე ვიცი, რომ ბოსმა ჩემზე ილაპარაკა. ეს ნიშნავს, რომ კლუბს და გუნდს ვუყვარვარ და მე კვლავ შევძლებ თამაშს. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან დიდხნიანი პაუზის შემდედ პირველად ჩავიცვი "ბარსელონას" ფორმა... მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა მწვრთნელმა იცის რას ვფიქრობ და ასევე ვხვდები მე".
ასევე აბიდალმა აღიარა, რომ დიდი პატივია "ბარსელონაში" ასეთ მოთამაშეებთან ერთად ყოფნა: "ლეო მსოფლიოში ყველაზე თავმდაბალი ადამიანია. ამავდროულად პინტოს ღიმილი, ვალდესის ხუმრობები, გამხნევება პუიოლისგან, ჩავის იუმორი, ანდრესის მაგალითი... მათ ყველაფერი აქვთ, რათა ყოველ დღე უკეთესი გახდე".
სამაგალითო არ არის
ერიკმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა საავადმყოფოში იმყოფები და ყოველი შეხვედრის 22–ე წუთზე სტადიონი შენს სახელს სკანდირებს. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის სამაგალითოა კიბოსთან ბრძოლაში, თუმცა არ სურს ამ კუთხით სამაგალითო იყოს.
"ჩვენ გაგვიმართლა, რომ ფეხბურთელები ვართ და ადამიანების დიდ ნაწილს სიხარულს ვანიჭებთ. ჩვენი ვიზიტი საახალწლოდ საავადმყოფოში ძალიან ბევრ ბავშვს გააბედნიერებს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]