"ბარსელონა"-"მალაგა" - განხილვა

"ბარსელონა"-"მალაგა" - განხილვა

გუშინდელი მატჩი 3-1 დასრულდა და ვისაც ის არ უნახავს, ლოგიკურად იფიქრებდა, რომ სანახაობრივი და მომენტებით სავსე იქნებოდა. მინდა გესაუბროთ იმ სანახაობაზე, რომელმაც ნამდვილად გაალამაზა მატჩი.

ანდრეს ინიესტა

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მინდოდა, რომ "ოქროს ბურთი" ინიესტას მოეგო. მისი თამაშის მანერა ძალიან ჰგავს ზიდანის სტილს. გუშინდელი მისი თამაშმა კი სილამაზის პიკს მიაღწია. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=dYgOFhwxxiA]

[media=http://www.youtube.com/watch?v=TfsquQpoDXQ]

სწორედ მსგავსი ელეგანტური თამაში სძენს სილამაზეს ფეხბურთს. თუ ვინმე შეიძლება შეედაროს დიდებულებით ზინედინ ზიდანს, ეს სწორედ ანდრეს ინიესტაა. ინტელიგენტი ფეხბურთელი, რომელსაც მოედნის ხედვა უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. დრიბლინგი, პასი, თამაშის მანერა და ნამდვილი სპექტაკლი მოედანზე.

სერხიო ბუსკეტსი

არ ვიცი, ვის მოაფიქრდა, რომ ჩაბი ალონსო მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელია. რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მას ღირსეულ კონკურენციას ე.წ "ოსკაროსანი" უწევს. სიმულაცია მისი ცუდი მხარეა, მაგრამ დამერწმუნეთ, მისი თამაში ამას ნამდვილად ფარავს. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=DwsRnI1Mklo]

[media=http://www.youtube.com/watch?v=-blzG7J6PxY]

დაცვა, შეტევა, ნახევარდაცვა, ჩაჭრა, ინტელექტი, ელეგანტურობა. თუ სიმულაციის შემდეგ ის მსგავსად ითამაშებს, დაე იტიროს.

ტიაგო ალკანტარა

ეს ფეხბურთელი, ჩემთვის, ახალგაზრდებში ფავორიტია. მას ხშირად ამსგავსებენ ჩავის, ინიესტას, სესკს, მაგრამ მან დაიმსახურა დაუძახონ საკუთარი სახელი. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=cHH0GD0QhxQ]

ესპანური სიდინჯე და ბრაზილიური სამბა ისე ჰარმონიულადაა შეჯერებული, ისე ხოშიანად მიიღებს ბურთს და მოწინააღმდეგეს გააბითურებს, ზოგჯერ ყვირილი მოგინდება. ფაქტია, ტიაგოს დიდი მომავალი აქვს და ჩავის კარიერის საწყისისა არ იყოს, კარგია, რომ სხვა გუნდი არ აირჩია და "ბარსელონაში" დარჩა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.