20 მოთამაშე მოხვდა განაცხადში
ტიტო ვილანოვამ იმ 20 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ "ანოეტაზე" გაემგზავრებიან. პირველი გუნდის მწყობრში მყოფი მოთამაშეებიდან განაცხადს მიღმა მხოლოდ ჯონათან დოს სანტოსი დარჩა. განაცხადში არ არის დავიდ ვილია, რომელსაც კვლავ აწუხებს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან ისააკ კუენკა, მარკ მუნიესა და ერიკ აბიდალი.
ვარჯიში აბიდალთან და კუენკასთან ერთად
ბასკების კუთხეში გამგზავრებამდე გამართულ ვარჯიშზე თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდნენ ისააკ კუენკა და ერიკ აბიდალი. მუნიესა, ვილია და სონგი დარბაზში ვარჯიშობდნენ, თუმცა კამერუნელი მოთამაშე მაინც შევიდა შეხვედრის განაცხადში.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, ადრიანო, მონტოია, პიკე, პუიოლი, ალბა, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ჩავი, სესკი, ბუსკეტსი, ტიაგო, ინიესტა, ტელიო, პედრო, ალექსისი, მესი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=efMmDTTWV8c]
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]