ზაფხულში "ბარსა" რეინას გადმობირებას შეეცდება

ზაფხულში "ბარსა" რეინას გადმობირებას შეეცდება

კატალონიის "ბარსელონა"  ზაფხულში "ლივერპულის" ესპანელი კიპერის, პეპე რეინას გადმობირებას შეეცდება, იტყობინება ბრიტანული პრესა. მოგეხსენებათ "ბლაუგრანას" ძირითადმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და სწორედ ეს არის მიზეზი რეინასადმი ინტერესის.  30 წლის ვალდესი მშობლიურ კლუბს 2014 წელს დატოვებს. 

ცნობისთვის პეპე რეინა "ბარსელონას" აკადემიაში 2002 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი იგი "ვილიარელში" გადავიდა. "ვილიარეალში" გატარებული 3 სეზონის შემდეგ იგი "ლივერპულმა" შეიძინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.