მიგელ რეინა:"ჩემს ვაჟს ძალიან გაუხარდება "ბარსაში" დაბრუნება"

მიგელ რეინა:"ჩემს ვაჟს ძალიან გაუხარდება "ბარსაში" დაბრუნება"

"ლივერპულის" კიპერის პეპე რეინას მამამ, მიგელ რეინამ განაცხადა, რომ მისი შვილი ძალიან ბედნიერი იქნება "ბარსელონაში" დაბრუნებით. რეინას დაბრუნების შესახებ ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვიქტორ ვალდესმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე:

"დარწმუნებული ვარ პეპე ძალიან ბედნიერი იქნება "ბარსელონაში" დაბრუნებით. ჩემი შვილი "ბარსას" სკოლაში 12 წლის ასაკიდან ირიცხებოდა. ახლა იგი შესანიშნავი კიპერია და ვფიქრობ შეუძლია დაიცვას კატალონიური კლუბის ღირსება," განაცხადა მიგელ რეინამ.

ცნობისთვის მიგელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში "ბარსასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. 1973 და 1977 წლებში მას "ზამორას" ჯილდოც აქვს მოგებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.