„ბარსა“ კუენკას განათხოვრებაზე თანახმაა

„ბარსა“ კუენკას განათხოვრებაზე თანახმაა

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონა" მზადაა გუნდის ახალგაზრდა შემტევი ისააკ კუენკა, სეზონის ბოლომდე, რომელიმე გუნდში გაანათხოვროს.

რვათვიანი მკურნალობის შემდეგ, კუენკა გუნდს ახლახანს დაუბრუნდა. შექმნილ ვითარებაში, 21 წლის ფეხბურთელისთვის, სათამაშო პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩენის შემთხვევაში, მას მოედანზე ხშირად ვერ ვიხილავთ.

თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, "ბარსელონა" მზადაა, 6 თვით, კუენკა რომელიმე კლუბში გაანთხოვროს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელის თავის რიგებში ხილვის ყველაზე მეტი შანსი "ვალენსიას" აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.