კუენკას ტრანსფერის დეტალები

კუენკას ტრანსფერის დეტალები

"აიაქსის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა კატალონიელი შემტევი ისააკ კუენკა, სეზონის ბოლომდე, ამსტერდამულ კლუბში ითამაშებს.

ცნობილი გახდა გარიგების ფინანსური დეტალებიც - "ბარსელონა" და "აიაქსი" ფეხბურთელის ხელფასის 50-50 პროცენტს გადაიხდიან.

გარიგების გაფორმების შემდეგ, კუენკამ კატალონიის რადიოსთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "მივდივარ იმისათვის, რომ სათამაშო დრო მივიღო და ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, ჩემი თავი შევამოწმო. "ბარსელონაში" რომ დავრჩენილიყავი, თამაშის საშუალება მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მიწურულს, იმ დროს მომეცემოდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე, ტრავმამ თავი შემახსენა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ."

სანამ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდებოდა, "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ თუ კუენკა ამსტერდამულ კლუბში გადავიდოდა, იგი 21 წლის ფეხბურთელს შეტევის ორივე ფლანგზე გამოიყენებდა.

შეგახსენებთ, რომ კუენკა "ბარსელონას" საკუთრებაში რჩება და "აიაქსში" ის არენდით ითამაშებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.