ჩავის კარიერის 10 მნიშვნელოვანი ეპიზოდი

ჩავის კარიერის 10 მნიშვნელოვანი ეპიზოდი

კარლეს პუიოლის შემდეგ, "ბარსელონასთან" კონტრაქტი გუნდის მე-2 კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმაც გაახანგრძლივა. კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ტრადიციას არ არღვევს და კიდევ ერთი ლეგენდის საკლუბო კარიერიდან გვთავაზობს 10 ყველაზე მეტად გამორჩეულ ეპიზოდს.

ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელია. პირველ გუნდში დებიუტი მას 15 წლის წინ ჰქონდა. დღესდღეობით, "ბარსას" მაისურით ჩატარებული ოფიციალური მატჩების მხრივ, ჩავი რეკროდსმენია. გარდა ამისა, ის გუნდის ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეცაა.

1998 წლის 18 აგვისტო. ესპანეთის სუპერთასზე, "მალიორკასთან" გამართულ გასვლით შეხვედრაში, კატალონიელ ფეხბურთელს პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ლუის ვან გაალმა ჩავის ნდობა გამოუცხადა და ამ უკანასკნელმა მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა. თამაში "ბარსამ" 1:2 წააგო და კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ ჩავიმ გაიტანა.

1998 წლის 20 დეკემბერი. "ვალიადოლიდთან" გამართულ შეხვედრაში, ჩავიმ გოლი თავური დარტყმით გაიტანა და გუნდს 1:0 მოაგებინა. ამ გამრჯვების წყალობით, "ბარსა" საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდა.

2004 წლის 25 აპრილი. "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალთან" გამართულ მატჩში, რონალდინიოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ჩავიმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა. იმ სეზონის მე-2 წრე "ბარსამ" ძალიან კარგად ჩაატარა და "რეალს" 18-ქულიანი ჩამორჩება გაუბათილა, მაგრამ ჩემპიონი "ვალენსია" გახდა.

2005 წლის 14 მაისი. 6-წლიანი შესვენების შემდეგ, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. იმ დროს, კატალონიური გუნდის თამაშს უკვე ჩავი წარმართავდა.

2007 წლის 19 მაისი. "ლიონის" წინააღმდეგ, ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 85-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, მანამდე კლუბის რეკორდსმენს, მიგელის გაუთანაბრდა. ერთ კვირის შემდეგ, იგი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

2009 წლის 27 მაისი. რომში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსამ" "მანჩესტერი" 2:0 დაამარცხა, ხოლო ჩავი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველადაც აღიარეს.

2009 წლის 1 დეკემბერი. ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, ჩავი მე-3 ადგილზე გავიდა. პირველობა, რა თქმა უნდა, მესიმ არავის დაუთმო. იმავე თვეში, "ბარსამ" წლის მე-6 ტიტული მოიგო.

2010 წლის 29 ნოემბერი. "კამპ ნოუზე" გამართულ "კლასიკოში", ანგარიში ჩავიმ გახსნა, ხოლო "ბარსამ" "რეალი" 5:0 გაანადგურა. კატალონიელმა კასილიასის კარი ინიესტას გადაცემის შემდეგ აიღო.

2011 წლის 5 იანვარი. ჩავიმ "ბარსას" მაისურით 550-ე ოფიციალური თამაში ჩაატარა და ამ მხრივ კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან მიგელის გადაასწრო.

2011 წლის 28 მაისი. "უემბილიზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონამ" "მანჩესტერი" 3:1 დაამარცხა, ხოლო ჩავიმ ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.