აღდგენითი ვარჯიში კლასიკოს შემდეგ

აღდგენითი ვარჯიში კლასიკოს შემდეგ

 

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრის შემდეგ გუნდმა დღეს ვარჯიში განაახლა. ის მოთამაშეები, რომლებიც გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ, ლეო მესი და სერხიო ბუსკეტსი კი დარბაზში ასრულებდნენ დატვირთებს. სესიაზე "ბარსა ბ"–ს მოთამაშეები, ოიერი, ლე, კა, ესპინოსა, დონგოუ, სერხი გომესი, პატრიკი, რომანი და ილიე იმყოფებოდნენ.

პარასკევს დასვენება

სამეფო თასის და პრიმერას შეხვედრისთვის მოსამზადებლად გუნდს ძალიან გადატვირთული კვირა აქვს, ამიტომაც მოთამაშეებს ხვალ დასვენების საშუალება მიეცემათ. შაბათს გუნდი "ვალენსიასთან" გასამართი მატჩისთვის მზადებას განაახლებს, რომელიც "მესტალიაზე" კვირას ჩატარდება.

აფელაის ვიზიტი

იბრაჰიმ აფელაი, რომელიც მიმდინარე სეზონში "შალკეშია" განათხოვრებული "სიუტატ ესპორტივას" ეწვია. ჰოლანდიელი დაესწრო ვარჯიშს და შემდეგ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.