ფინალისტების პირველი სავარჯიშო სესია

ფინალისტების პირველი სავარჯიშო სესია

სან სებასტიანიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი პირდაპირ "სიუტატ ესპორტივოსკენ" გაემართა. ამრიგად, ესპანეთის თასის ფინალში გასვლის შემდეგ "ბარსელონამ" პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის ფეხბურთელები, რომლებიც "რეალ სოსიედათან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.

ვარჯიში ჩატარდა საკმაოდ ცუდი ამინდის პირობებში, ძლიერი ქარის თანხლებით. ვარჯიშში მონაწილეობას იღებდა ყველა შესაძლო ფეხბურთელი. ნეიმარი, რომელიც ახლოს არის სრულად გამოჯანმრთელებასთან, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. კარლეს პუიოლი, რომელმაც თამაშის უფლება "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მატჩის წინ მიიღო, ასევე ნორმალურ რეჟიმში მუშაობდა.

გუნდის მომდევნო ვარჯიში დაგეგმილია პარასკევს დილით. "ლურჯ-ბროწეულისფერები" გააგრძელებენ მზადებას "რაიო ვალიეკანოს" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის. დილის სავარჯიშო სესიის შემდეგ ტატა მარტინო პრესკონფერენციას გამართავს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=cHu-vzH2uaU]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.