ალვესი: „არ მესმის, რატომ არ მიიღო რონალდუმ ყვითელი ბარათი“
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანი ალვესი, "ელ კლასიკოს" შედეგით უკმაყოფილო დარჩა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, უკმაყოფილების მიზეზს მას თამაშის მიმდინარეობა და დაფიქსირებული ანგარიში აძლევს.
"სტადიონი უკმაყოფილოებმა დავტოვეთ, რადგან მოპოვებული უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და დაპირისპირების ბედი "კამპ ნოუზე" უნდა გადაწყდეს. მოგება და მადრიდიდან უფრო ხელსაყრელი შედეგით წამოსვლა დავიმსახურეთ."
ალვესს არ გაკვირვებია, რომ მადრიდში, "ბარსელონასთან" ფრე წარმატებად ჩათვალეს: "ყველა ცდილობს, თავისი საუკეთესო თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, განმეორებითი თამაშის კარგად ჩატარება და ფინალში გასვლაა.
"რეალი" ყოველთვის ცდილობს თამაშის წესები არ დაიცვას. ჩვენ კი ფეხბურთს ვთამაშობთ. ახლაც არ მესმის, რატომ არ მისცა მსაჯმა რონალდუს ყვითელი ბარათი. საპირისპირო რომ მომხდარიყო, მე წითელ ბარათს მივიღებდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, რონალდუს გარეშე განმეორებითი "კლასიკოს" ჩატარება არ შეიძლება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]