ალვესი: "ნეიმარი თავად გადაწყვეტს, გადავა თუ არა "ბარსელონაში"
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი დანიელ ალვესი, "სანტოსის" ვარსკვლავს, ნეიმარს, ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის.
ამის გარდა, ალვესი თანამემამულეს ურჩევს, რომ ევროპაში გამოსვლა დაიწყოს. ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ "ბარსელონას" მსოფლიოს საუკეთესო გუნდად თვლის.
"ნეიმარი ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ევროპაში ის გაცილებით ძლიერი ფეხბურთელი გახდება. მე მხოლოდ ამას ვურჩევ მას, ნეიმარი თავად გადაწყვეტს გადავა თუ არა "ბარსელონაში". - განაცხადა ალვესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]