„ბარსა“-„ხეტაფე“ - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

„ბარსა“-„ხეტაფე“ - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, "ხეტაფესთან" ძალზე იოლად მოგების შემდეგ, ბუნებრივია, ფეხბურთელებს კმაყოფილების მიზეზი ჰქონდათ. კატალონიელები კმაყოფილნი დარჩნენ როგორც დაფიქსირებული ანგარიშით, ასევე გულშემატკივრობითა და დილით თამაშით.

ანდრეს ინიესტა: "კარგია, რომ მოგებაში წვლილი ყველამ შევიტანეთ მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და მოიგო.

ჩემი კარგ ფორმაში ყოფნის მიზეზი ისაა, რომ თითქმის ყველა მატჩში ვთამაშობ. ვცდილობ, არსებული დონე შევინარჩუნო და შემდეგ განვვითარდე.

ჩემი ბედნიერება იმაზე არაა დამოკიდებული, გოლს გავიტან თუ არა.

გოლის გაშვებამ არ უნდა დაგვამწყუხროს. ჩვენი მეტოქეც ფეხბურთს თამშობდა, მომენტებს ქმინდა და გატანა მასაც შეეძლო."

კრისტიან ტელიო: "ძალიან კარგი თამაში იყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობა მეც მივიღე და გავიტანე. ვცდილობ, განვვითარდე და როდესაც თამაშის საშუალება მეძლევა, მაქსიმალურად ბევრი გავაკეთო. მოხარული ვარ იმის გამო, რომ პირველივე დარტყმით გავიტანე."

ხერარდ პიკე: "მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდით. ტრიბუნებზე ბევრი ხალხი იყო, რაც ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნიდა. თუ ასეთ დროს მომავალშიც ვითამაშებთ, არ გაგვიჭირდება.

იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც თამაშის შანსი ხშირად არ ეძლევათ, დღეს დაამტკიცეს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეს ჩვენ მშივად ყოფნის საშუალებას გვაძლევს.

ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ ინიესტას თამაშით ტკბობის საშუალება გვაქვს. ის ფაქტი, რომ ანდრესი "ბარსელონაში" თამაშობს, უპირატესობას გვძენს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.