მესიმ, ახალი რეკორდის დასამყარებლად, გოლი სამ გუნდს უნდა გაუტანოს
არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მან 23 შეხვედრაში 35 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად გატანილი გოლების რაოდენობისა, მესიმ ვერ შეძლო სამი გუნდის კარის აღება. ეს გუნდებია: "სევილია", "სელტა" და "გრანადა". როგორც მოგეხსენებათ შაბათს "ბარსელონა", სწორედ ამ უკანასკნელს დაუპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული დაპირისპირება, ჩავის გოლისა და ბორხა გომესის ავტოგოლის წყალობით კატალონიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. პირველი წრის მატჩში ლეომ ვერ მოახერხა "გრანადას" კარის დალაშქვრა, მაგრამ მან ამის გაკეთება 2011/2012 წლების სეზონში მოახერხა, როდესაც მეტოქეს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. სწორედ ამ ჰეთ-თრიკის წყალობით მოახერხა დაეძლია სესარ როდრიგესის რეკორდი და გაეტანა 232 ბურთი ოფიციალურ მატჩებში. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრამ თავი არა მხოლოდ ლეოს გოლებით, არამედ ანგარიშითაც (5:3) და ვიქტორ ვალდესის კარში დანიშნული პენალტებითაც დაგვამახსოვრა.
თუ მესი მოახერხებს ზემოაღნიშნული სამი გუნდის კარის აღებას, მაშინ იგი გახდება მეორე ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შეძლო და ერთ სეზონში გოლი ჩემპიონატში მონაწილე თითოეულ გუნდს გაუტანა გოლი.
მინდა შეგახსენოთ, რომ წინა სეზონში ამ რეკორდის დამყარება მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]