"ბარსელონა" ვილიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს
როგორც ცნობილი ხდება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გადახედავს დავიდ ვილიას ტრანსფერთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული თანხა არ იქნება 20 მილიონ ევროზე ნაკლები.
31 წლის ფორვარდის შეძენას ბევრი გუნდი ცდილობდა. იანვარში გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ დავიდის გადმობირება ლონდონის "არსენალს" სურდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. "Mundo Deportivo-ს" ცნობით, ასტურიელი ფეხბურთელი, რომელიც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, კლუბს ზაფხულში დატოვებს. გუნდიდან წასვლის მოტივაციად შეიძლება 2014 წლის მუნდიალი ჩაითვალოს, რადგან ფეხბურთელს სურს, რომ მას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]