პედრო:"ნეიმარი "ბარსელონაში" კონკურენციას გაზრდის"

პედრო:"ნეიმარი "ბარსელონაში" კონკურენციას გაზრდის"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ესპანელ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა, ბრაზილიური "სანტოსის" ფეხბურთელის, ნეიმარის კატალონიურ გრანდში შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, პედრო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად მიიჩნევს და აცხადებს: "თუ ნეიმარი გადმოვა "ბარსელონაში", გაიზრდება კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება დიდი სათამაშო დროის მიღება, რადგან ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმარის მომავლთან დაკავშირებით, კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, მისი ორაზროვანი განცხადებების გამო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.