როურა: "გუნდის დამოუკიდებლად მართვა არ მინდა"

როურა: "გუნდის დამოუკიდებლად მართვა არ მინდა"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ხორდი როურა აცხადებს, რომ იგი გუნდის დამოუკიდებლად მართვას არ აპირებს. როურა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის დამოუკიდებლად არაფერს წყვეტს და ყველაფერს ამერიკაში მყოფ მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას უთანხმებს.

"გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვილანოვასთან ვათანხმებთ. გუნდის დამოუკიდებლად მართვა არ მინდა და არც მჭირდება, რადგან მთავარი მწვრთნელის დამხმარე ვარ." აცხადებს ხორდი როურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.