როურა: ”მესის ბოლომდე ვენდობით!”

როურა: ”მესის ბოლომდე ვენდობით!”

ჟორდი როურამ განაცხადა, რომ მესი მზად იქნება შაბათს გასამართი კლასიკოსთვის. ”პირადად მასთან მე არ მილაპარაკია, მაგრამ ჩვენი ექიმები არ მოიტყუებიან. ახლა მესი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ "კლასიკოსთვის" იგი სრულად აღიდგენს კონდიციებს.” 

როურა ასევე შეეხო მისთვის ძალიან მტკივნეულ თემებს, მან ისაუბრა გუნდის სუსტ თამაშზე ”რეალისა” და ”მილანის” წინააღმდეგ და გასცა პასუხი მესის კრიტიკოსებს: ”ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გვყავს, მაგრამ საუკეთესოებსაც აქვთ ჩავარდნები. ეს უბრალოდ ლეოსთვისაა ჩავარდნა, თორემ მისი შესრულებული სამუშაო მოედანზე დასაფასებელია ნებისმიერი ექსპერტის მხრიდან. ჩვენ ბოლომდე ვენდობით მესის!”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.