”სელტა” - ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

”სელტა” - ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 გუშინ მატჩი ”ბარსელონასა” და ”სელტას” შორის ფრედ 2-2 დასრულდა. ჟორდი როურამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: ”სეზონის ამ ეტაპზე არცერთი თამაში არ არის ადვილი... ამ მატჩში ჩვენ მოვახერხეთ ურთულესი რამ, 1-0 დან თამაში შემოვატრიალეთ, მაგრამ ზუსტად ეს არის ფეხბურთი. ”სელტამ” კი გამოიყენა საკმარისი რაოდენობა იმ მცირე მომენტების რაც მათ ჰქონათ.” - როურამ დაამატა: ”მე თამაშის დაწყებამდეც არაერთხელ ვთქვი, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ მეორე გოლის დროს დაცვა ჩავარდა.”

 ”ბარსელონას” დამხმარე მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ლეო მესის სასწაულ სერიაზე: "ასეთი რამ სპორტის ისტორიაში არავის არ გაუკეთებია. მას უნიკალური სერია აქვს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია დავტკბეთ მისი სასწაული თამაშის ყურებით.” 

 ”ტელიოს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვთ.”

 შაბათს ჩატარებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო კრისტიან ტელიო. მან შეაგდო გუნდის პირველი გოლი და რამდენიმე ხნის შემდეგ, მესის საგოლე გადაცემა გაუკეთა. როურამ თქვა, რომ ”ტელიოს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვთ. ძალიან ბევრს მუშაობს და ამას შედეგიც მოაქვს. დღევანდელ მატჩში მან არამარტო გოლი გაიტანა, არამედ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. ამ სეზონში მან ბევრი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ყველასგან განსხვავებული მოთამაშეა და მას შეუძლია ”ბარსელონასთვის” დიდი სარგებლის მოტანა.” 

 პრესკონფერენციის ბოლოს როურა აბიდალის თემას შეეხო და განაცხადა: ”თუ მოთამაშე განაცხადში ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თამაში შეუძლია.”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.