ანრი ვალდესის გადაბირებას ცდილობს

ანრი ვალდესის გადაბირებას ცდილობს

 

”ნიუ-იორკ რედ ბულსის” თავდამსხმელი, ტიერი ანრი ცდილობს ”ბასელელონას” კიპერის, ვიქტორ ვალდესის დარწმუნება, რომ ის ლონდონის ”არსენალში” გადავიდეს.

31 წლის მეკარე კატალონიის დატოვებას მიმდინარე წლის ზაფხულში აპირებს. ვალდესს მოსწონს ლონდონში გადაბარგების პერსპექტივა, ამას გარდა არსენ ვენგერსაც სურს ესპანეთის ნაკრების კიპერის საკუთარ გუნდში ხილვა. ტიერი ანრი კი შუამავლის როლს ასრულებს ”არსენალსა” და ვალდესს შორის.

”არსენალი” ზაფხულში ვიქტორ ვალდესის სანაცვლოდ ”ბარსელონას” 10 მილიონ ევროს შესთავაზებს. ”ბარსელონასთან” კონტრაქტი ვალდესს 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.