სამი ოფიციალური მატჩი ”პსჟ-ს” წინააღმდეგ

სამი ოფიციალური მატჩი ”პსჟ-ს” წინააღმდეგ

 ”ბარსას” ყველაზე ტკბილი მოგონება რაც ”პსჟ-ს” უკავშირდება ეს არის 1997 წლის თასთა თასის ფინალი, რომელშიც კატალონიელებმა 1-0 გაიმარჯვეს რონალდოს გოლის წყალობით. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და თავის გუნდს კიდევ ერთი ტიტული მოუპოვა.

 მწარე მოგონება 

ამ თამაშამდე ცოტა ხნის წინ, 1994/95 სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იოჰან კრუიფის ”ბარსამ” ვერ მოახერხა 1/4 ფინალური ბარიერის გადალახვა. კარგად მომზადებულმა ფრანგებმა კამპ ნოუზე ფრე მოიპოვეს, ხოლო პარიზში საბოლოოდ გამოთიშეს კატალონიელები ევროპის უმნიშვნელოვანეს ტურნირს.

 1994/95 სეზონი: ბარსელონა 1-1 პსჟ 

01-03-1995

ბარსელონა: ბუსკეტსი, ფერერი, გუარდიოლა, კოემანი, სერხი, ბაკერო, კორნეიევი, სტოიჩკოვი, ივანი, ხოსე მარი, ჩიკი ბეგირისტაინი

პსჟ: ლამა, კობოსი, კოლეტერი, კომბუარე, როშე, ლე გენი, ბრავო, გუერინი, ვია, ვალდო, ჯინოლა

გოლები: 1-0 კორნეიევი(48’), 1-1 ვია(54’)

 1994/95 სეზონი: პსჟ 2-1 ბარსელონა 

15-03-1995

პსჟ: ლამა, კობოსი, კოლეტერი, კომბუარე, რაი, ლე გენი, ბრავო, გუერინი, ვია, ვალდო, ჯინოლა

ბარსელონა: ბუსკეტსი, ფერერი, სერხი, კოემანი, ნადალი, ბაკერო, ივანი, სტოიჩკოვი, ეუსებიო, ჰაგი, ბეგირისტაინი

გოლები: 0-1 ბაკერო(49’), 1-1 რაი(72’), 2-1 გუერინი (82’)

 1996/97 სეზონი: ბარსელონა 1-0 პსჟ 

14-05-1997

ბარსელონა: ბაია, ფერერი, კოუტო, აბელრადო, სერხი, პოპესკუ, გუარდიოლა, ფიგუ, დე ლა პენია, ლუის ენრიკე, რონალდო

პსჟ: ლამა, ფურნიერი, ნ’გოტი, ლე გენი, დომი, ლეროი, რაი, გუერინი, კაუე, ლოკო, ლეონარდო

გოლები: 1-0 რონალდო (37’)

[media=http://www.youtube.com/watch?v=hL-4mDpYth0]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.