გალიანი ქალაქების ნაკრებების შექმნის იდეით გამოდის

გალიანი ქალაქების ნაკრებების შექმნის იდეით გამოდის

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი საინტერესო წინადადებით გამოდის. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ის ქალაქები, რომლებსაც 2 ან მეტი ძლიერი გუნდი ჰყავთ, ნაკრებებს გააკეთებენ და ერთმანეთში ამხანაგურად ითამაშებენ.

"ეს პროექტი არაა, უბრალოდ იდეაა. კარგი იქნებოდა, თუ, მაგალითად, მადრიდისა და მილანის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებოდნენ. "ატლეტიკოსა" და "რეალის" ნაკრები, რა თქმა უნდა, ძლიერია. ასევე საინტერესო იქნებოდა ქალაქ ბარსელონას ნაკრების ხილვაც, მაგრამ "ესპანიოლი", დღესდღეობით, "ბარსელონაზე" აშკარად სუსტი გუნდია.

დაუჯერებლად ძლიერი იქნებოდა ქალაქ მანჩესტერის ნაკრები, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" გაერთიანება ძალიან ძნელი იქნება. ასეთივე სიტუაცია გვაქვს "მილანისა" და "ინტერის" შემთხვევაშიც." - აცხადებს გალიანი La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.