18 "ბარსელონელი" ნაკრებში

18 "ბარსელონელი" ნაკრებში

უახლოეს დღეებში, ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება სანაკრებო შეხვედრებისკენ იქნება მიპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" მომდევნო 11 დღეში თამაში არ აქვს, კატალონიური გუნდის ფეხბურთელები მოვლენების ეპიცენტრში მაინც იქნებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ თავიანთ ნაკრებებში "ბარსას" პირველი გუნდის 18 მოთამაშე გამოიძახეს.

9 ფეხბურთელი მოხვდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში. ესენი არიან: ვალდესი, პიკე, ალბა, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ვილია და პედრო. "ფურია როხა" 22 მარტს ფინეთს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს საფრანგეთს ეწვევა.

ნორვეგიასთან და რუსეთთან ითამაშებს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელშიც "ბარსას" პირველი გუნდიდან 4, ხოლო "ბარსა ბ"-დან 3 ფეხბურთელი მოხვდა. ესპანელთა 21-წლამდელთა ნაკრებში ტელიო, ბარტრა, მონტოია, ტიაგო, მუნიესა, დეულოფეუ და პლანასი მოხვდნენ.

2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ბრაზილიის ნაკრები. 22 მარტს, ბრაზილიელები ინგლისს დაუპირისპირდებიან, ხოლო 25 მარტს - რუსეთს. სამხრეთ ამერიკელთა განაცხადში დანი ალვესი მოხვდა. გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ადრიანო.

სანაკრებო თამაშები იმართება სამხრეთ ამერიკაშიც. ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინა, 22 მარტს, ვენესუელას უმასპინძლებს, ხოლო 4 დღის შემდეგ ბოლივიას ესტუმრება.

ჩილეს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს ალექსის სანჩესი, რომლის გუნდიც, 22 და 26 მარტს, პერუსა და ურუგვაის დაუპირისპირდება.

უახლოეს დღეებში ერთ თამაშს გამართავს ალექს სონგის კამერუნის ნაკრები, რომელიც შაბათს ტოგოს დაუპირისპირდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.