აბიდალმა ”ისტრის” წინააღმდეგ ითამაშა
ერიკ აბიდალმა და ჯონათან დოს სანტოსმა მონაწილეობა მიიღეს ”ბარსელონა ბ”-ს ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დღეს ”სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართა. საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდის, ”ისტრის” წინააღმდეგ ორივე მოთამაშემ მოედანზე 65 წუთი გაატარა. პირველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ხოსე მანუელ პინტო კი განცალკევებით ვარჯიშობდა.
ერიკ აბიდალი, რომელიც უკვე დიდი ხანია პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს პირველად გამოჩნდა მოედანზე. 21 თებერვალს ექიმებმა მას მოედანზე გასვლის უფლება მისცეს და ოპერაციიდან თითქმის 1 წლის შემდეგ ის დაუბრუნდა ფეხბურთს.
”ჩვენ ახლოს ვართ”
შაბათს ექიმმა რიკარდ პრუნამ განაცხადა, რომ აბიდალი ახლოსაა დაბრუნებასთან: ”თამაშის ნებართვის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კონსილიუმში მონაწილეობას იღებდა ექიმები, რომლებმაც მას ოპერაცია ჩაუტარეს. ამის შემდეგ ფეხბურთელს დაუმატეს დატვირთვები, რასაც ის ძალიან კარგად ასრულებს. ფეხბურთელი უკვე უახლოვდება თანაგუნდელების დონეს”.
”არავინ იცის, თუ როდის ითამაშებს ის, თუმცა თავადაც ხედავს, რომ ეს ძალიან ახლოსაა. ეს დიდ დროს არ დაიკავებს, რათა ის მოხვდეს გუნდის საბოლოო განაცხადში. ყველაფერი უკვე მწვრთნელებზეა დამოკიდებული” - განაცხადა პრუნამ. ”რაიო ვალეიკანოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟორდი როურამ განაცხადა, რომ ერიკი მალე დაბრუნდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Jp8P37I0BoI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]