როურა: "განსაკუთრებული ფეხბურთელები გვყავს"

როურა: "განსაკუთრებული ფეხბურთელები გვყავს"

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "მილანის" 4:0 განადგურების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხორდი როურა, ბუნებრივია, კმაყოფილი იყო. ტიტო ვილანოვას თანაშემწის განცხადებით, გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი გულშემატკივრებმა ითამაშეს, რომლებიც გუნდს მხარს მხურვალედ უჭერდნენ.

"გადამწყვეტი როლი გულშემატკივრებმა ითამაშეს. ისინი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. "კამპ ნოუს" მხარდაჭერა ფანტასტიკური იყო.

ძალიან კარგად ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა. ვცდილობდით, მოედნის ერთი მხარე უფრო დაგვეტვირთა, ვიდრე მეორე. ცენტრფორვარდით ვითამაშეთ, რაც მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრალურ მცველებს შეტევაში ჩართვის საშუალებას არ აძლევდა.

შესვენებაზე ის ანგარიში იყო დაფიქსირებული, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ფეხბურთელებს დამშვიდებისკენ მოვუწოდე. თუმცა, ეს რთული იყო, როდესაც ანგარიში 3:0 გახდა და ვიცოდით, რომ "მილანს" გატანა ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო. თამაშის ტემპტს ჩვენ ვაკონტროლებდით, ხოლო როდესაც მე-4 ბურთი გავიდა, ყველაფერი დასრულდა. ტიტო ვილანოვა ძალიან ბედნიერია და შემდეგ ეტაპზე ის გუნდთან ერთად იქნება.

ჩვენს ფეხბურთელებს ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მათ ძალიან ინტენსიური თამაში დიდი პასუხისმგებლობით ჩაატარეს, რითიც ვამაყობთ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

მესიმ, ფეხბურთის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, დიდებული გაკვეთილი ჩაგვიტარა. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია და როდესაც საუკეთესო გარემოცვაშია, ლეოს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც "მილანის" თამაში უნდა შეაფასოს. ვიცოდით, როგორ ითამაშებდა "მილანი" და მეტოქისთვის ხელის შეშლას ვგეგმავდით. იტალიელებისთვის პირველი 20 წუთი ძალიან რთული გამოდგა. მირჩევნია ჩვენს თამაშზე ვისაუბრო. შემდეგ ეტაპზე კარის მშრალად შენახვის წყალობით გავედით." - აცხადებს ხორდი როურა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.