”ბარსელონა” - ”მალიორკა”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”მალიორკა”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 ჟორდი როურა შევიდა ჟურნალისტებით სავსე ოთახში და არც დაელოდა პრესის წარმომადგენლების კითხვებს. მან დაიწყო: ”მინდა ავღნიშნო დღევანდელი მატჩის მნიშვნელობა, უბრალოდ განსაკუთრებული დღე იყო. ჩვენ ვიყავით ერიკ აბიდალის დაბრუნების მოწმენი და ტიტოც, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ”კამპ ნოუს” დაუბრუნდა. ამ ორმა ფაქტორმა გუნდზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.” 

 რა თქმა უნდა, აბიდალი დაბრუნება ყველაზე კარგი სიახლეა გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ მოდით შევეხოთ თვითონ თამაშს. სესკ ფაბრეგასმა კარიერაში პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ”სესკმა ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი ”ცრუ 9”-ის პოზიციაზე. არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. არ შეიძლება არ ავღნიშნო სონგის ძალიან კარგი თამაში. ესე გამოყოფა ფეხბურთელების ძნელია, რადგან თითოეულმა ფეხბურთელმა თავი კარგად გამოაჩინა.” 

 როურამ სონგის ძლიერი მხარეები ჩამოთვალა და სიის სათავეში იყო ტაქტიკური განსწავლულობა. რაც შეეხება ალექსისს, როურამ განაცხადა: ”როდესაც თავდამსხმელი გოლს ვერ იტანს, ეს ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს მასზე. ვერ ვიტყვით, რომ ამ თამაშამდე სანჩესი კარგ ფორმაში იყო, მაგრამ მან 2 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.” 

 იწყება პსჟ-ს წინააღმდეგ თამაშისთვის მზადება 

"შაბათს, ჩვენ გადავწყვიტეთ დაცვის ცენტრში პიკესა და ბარტრას წყვილი დაგვეყენა. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა უკანახაზი პსჟ-ს მატჩისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება ტიტოსთან უნდა შევათანხმოთ და არც ეს არ იქნება გამონაკლისი. შეიძლება სულაც 3 მცველით ვითამაშოთ. ძალიან ბევრი ვარიანტი გვაქვს და ჯერ არ ვიცით, პსჟ-ს წინააღმდეგ რომელი იქნება საუკეთესო”

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.