ვილია+მესი+ტორესი
ფერნანდო ტორესს ლა-ლიგაში დაბრუნება სურს, რათა დავიდ ვილიასთან ერთად შექმნას "ბარსელონური" ტანდემი.
შეხვედრა, რომელიც "ბარსელონას" ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სანდრო როსელსა და პეპ გვარდიოლას შორის მოხვდა მიზნად ისახავდა 2010/11წ.წ. სეზონის გეგმების განსაზღვრას. თუ კი, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ იბრაჰიმოვიჩს ტორესი ჩაანაცვლებს და შეიქმნება დავბრუდამხვევი ტრიო მესისთან და ვილიასთან ერთად.
იბრაჰიმოვიჩი გასული სეზონის ძირითად თავდამსხმელად იყო მიჩნეული, მაგრამ მისმა ასპარეზობამ გუნდის ხელმძღვანელობას არ მისცა იმის საშუალება, რომ იგი განიხილონ ამ ადგილზე მისი კონტრაქტის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ბოლო ორ კვირაში იმდენი რამ მოხდა, რომ უკვე ეჭვის ქვეშ დგება მწვრთვნელისა და იბრაჰიმოვიჩის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. მაგალითად იბრაჰიმოვიჩის წარმომადგენელმა, მინო რაიოლამ თავს უფლება მისცა, რომ სახალხოთ ესაუბრა პეპის სამუშაო მეთოდებზე. ამას დაუმატეთ ისიც, რომ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთვნელმა დატოვა ინგლისი და იტალიაში გაეშურა. ალბათ ფერნანდოს აღარაფერი დარჩენია "ენფილდზე".
არის სხვა ფაქტორებიც. "ბარსა" აგრძელებს ფორვარდის ძებნას, ვინაიდან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემთხვევაში მხოლოდ ანრი რჩება, რომელმაც გასულ სეზონში ვერაფრით ვერ წარმოაჩინა თავი. ტორესის შეძენა კი, თავდასხმის გაძლიერების უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა, მომავალი სეზონისათვის მზადების დაწყება აქედანვეა საჭირო და ასევე საჭიროა შესაბამისი ძალების ქონა, რათა ძველ დონეზე ითამაშო და უკეთესობისკენ ისწრაფვოდე.
ფერნანდო ტორესი -ეს არის ნომერ პირველი კანდიდატი "ბარსელონას" შეტევის გასაძლიერებლად, მას სურს იმ გუნდში თამაში, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ იბრძოლოს მსოფლიო ტიტულებისათვის, საკლუბო დონეზე. გარდა ამისა "ელ ნინიო" წლების მანძილზე ესპანელების მხარდამხარ თამაშობდა ეროვნულ გუნდში და მათი სათამაშო სტილი მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ვისენტე დელ ბოსკე მას და ვილიას ერთად ხშირად ათამაშებს ხოლმე და თუ მათ დავუმატებთ მესის წარმოიდგინეთ მაშინ რა მოხდება. ახალგაზრდა თავდამსხმელები, ბოიანი და პედროც გუნდთან ერთად იქნებიან, ვინაიდან ახალ სეზონში "ბარსელონას" 70-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოუხდება. გვარდიოლას მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდება, იბრაჰიმოვიჩის გუნდში ყოფნისას კლუბი ძირითადად გრძელი ჩაწოდებებით თამაშობდა.
თუ კი, იბრაჰიმოვიჩი არ დატოვებს კლუბს ეს სანდრო როსელისათვის, როგორც კლუბის პრეზიდენტისათვის იქნება პირველი კრახი, იმიტომ, რომ 2010/11წ.წ. სეზონის "ბარსაში" მისი ადგილი არ არის.
ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან ეს "ბარსელონას" ინტერესებში შედის, შეიძლება მოხდეს გაცვლაც. თუ კი, "ლივერპული" ფეხბურთელების გაცვლაზე დათანხმდება საერთოდ უნიკალური იქნება. თუ კი, 28 წლის ვილია 50 მილიონი ღირს, 26 წლის ტორესი 40 მილიონზე ნაკლები არ უნდა ღირდეს. ტორესს ქონდა შანსი კატალონიაში 2003 წელს გადასულიყო, მაშინ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ლაპორტამ, როსელთან ერთად მოიგო. შვიდი წლის წინ იყო ნათელი, რომ "ატლეტიკოს" ფორვარდს გააჩნდა ყველა ის თვისება, რომელსაც საჭიროებს "ბარსელონას" თავდამსხმელი. როგორც ყველამ იცით როსელს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს "ლივერპულის" ბოსებთან, გარდა ამისა იგი პირადად იცნობს მის მეპატრონეს.
რა თქმა უნდა, "ლივერპულს" არ სურს ფერნანდო ტორესის გაყიდვა, მაგრამ მწვრთვნელის განთავისუფლება და მძიმე ეკონომიური მდგომარეობა ამ ტრანსფერს ხორცს ასხამს. და თუ კი, ტრანსფერში გამოყენებული იქნება იბრაჰიმოვიჩი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. როგორ განვითარდება მოვლენები სემდეგ კვირაში ვნახავთ...
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]