ტელიო:" ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით და არა ჩემი გოლებით"
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა კრისტიან ტელიომ განაცხადა, რომ მას მისი გატანილი გოლები კი არა გუნდის გამარჯვება ახარებს.
"გამიხარდა, რომ ბოლო მატჩში თავი ორჯერ გამოვიჩინე, ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ამისათვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას."
"მე დაუღალავად ვშრომობ იმისათვის, რომ სულ ფორმასი ვიყო. შეიძლება ნებისმიერ დროს მომეცეს შანსი და მე თუ მოუმზადებელი შევხვდი, მეტი შანსი შესაძლოა აღარც მომეცეს. სრული შემადგენლობისთვის ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მაინც იმავე სტილით მოვიპოვეთ გამარჯვება, ეს იმას ნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამის ნდობა შეიძლება." - დაასრულა ტელიომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]