ტელიო:" დიდი კონკურენციაა"

ტელიო:" დიდი კონკურენციაა"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა კრისტიან ტელიომ განაცხადა, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და ამიტომ მას მუდამ ფორმაში ყოფნა სურს. 

"გუნდში საუკეთესოები თამაშობენ და რა თქმა უნდა ძირითადში მოხვედრისთვის დიდი კონკურენციაა. ფლანგზე სადაც მე ვთამაშობ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემთვის რთულია ამ ზეწოლის გაძლება, მაგრამ ვფიქრობ მაინც კარგად ვუმკლავდები." 

"არასდროს ვუსმენ უსაფუძვლო კრიტიკას, ყველას შეუძლია მომცეს შენიშვნა, ეს ჩემი კარიერისთვის უმჯობესიც იქნება, მაგრამ ჭორებს და საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევ. დაუღალავად ვშრომობ იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური გავაკეთო და წარმატებას "ბარსელონაში" მივაღწიო." - დაასრულა ტელიომ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.