ვილია: "მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

ვილია: "მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მას არგენტინელ ლიონელ მესისთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

"მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის რამდენიმე უთანხმოება, რაც ჩვენს შორის მოედანზე მოხდა, საფეხბურთო მატჩებში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. რაც შეეხება გუნდში ჩემს მდგომარეობას, ამ ეტაპზე აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები კი ჩემს სამუშაოს აფასებენ. ტრანსფერზე ფიქრის დრო კი ზაფხულში დადგება", - განაცხადა ვილიამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.