ვილია: "ჩემს მომავალთან დაკავშირებულ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ დავფიქრდები"

ვილია: "ჩემს მომავალთან დაკავშირებულ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ დავფიქრდები"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ არ იცის, რომელ გუნდში იასპარეზებს მომდევნო სეზონიდან, იტყობინება ესპანური პრესა.

ვილიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის მზად ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პასუხი გაგვცეს.

"ახლა ამ საკითხის განხილვის დრო არაა. როდესაც სეზონი დასრულდება, მაშინ დავფიქრდები ამაზე. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იყვნენ კლუბები, რომლებიც "ბარსელონაში" ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდნენ, თუმცა შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა განაცხადეს, რომ ტრანსფერზე ჩემს დაყენებას არ აპირებენ", - განაცხადა ვილიამ.

შეგახსენებთ, ამ საფეხბურთო წლის მიმდინარეობისას ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პრესაში დაიწერა იმის შესახებაც, რომ მას ლიონელ მესისთან ურთიერთობაში პრობლემებიც კი შეექმნა. თუმცა ორივე ფეხბურთელმა ეს ჭორები მალევე უარყვეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.