”ბაიერნი” - ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ...
- ”ბარსელონას” საერთო შედეგი გერმანიაში ჩატარებული მატჩების შემდეგ ასეთია - 9 გამარჯვება, 10 ფრე და 5 მარცხი.
- 11 წელი გავიდა, რაც გუნდი გერმანიაში დამარცხდა. მას შემდეგ გუნდმა 5 მატჩი მოიგო და 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- ”ბარსელონას” არასდროს მოუგია ოფიციალური შეხვედრა სტუმრად ”ბაიერნთან” - 2 ფრე და 1 მარცხი.
- გერმანული გუნდების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელში დაპირისპირებისას ”ბარსა” 17 შემთხვევიდან 13-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.
- მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ”ბაიერნი” ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა (137) და მიიღო ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (24).
- მარცხენა მცველ ალაბას 25 წამი დასჭირდა ”იუვენტუსთან” გოლის გასატანად, ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-7 უსწრაფესი გოლია.
- გერმანული გუნდიდან ნოიერმა, დანტემ და მიულერმა მიმდინარე გათამაშების ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ”ბარსელონას” მხრიდან ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ ლეო მესია.
- ”ბაიერნიდან” ლუის გუსტავო, დანტე და ლამი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებით შეხვედრას გამოტოვებენ. ”ბარსელონას” შემადგენლობაში ასეთი საფრთხე ემუქრებათ პიკეს, ალბას და სონგს. დღევანდელ შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო მანჯუკიჩი და ადრიანო გამოტოვებენ.
- ბოლოს ”ბაიერნი” და ”ბარსელონა” 1 წლის წინ ამხანაგურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ”ალიანს არენაზე” კატალონიელებმა 0:2 იმარჯვეს.
- ეს ორი გუნდი ზაფხულში ასევე ამხანაგურად გაეჯიბრება ერთმანეთს. ამ დროისთვის გემანული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ”ბარსელონას” ყოფილ თავკაცს, პეპ გვარდიოლას ექნება დაკავებული.
- დღევანდელ შეხვედრას უნგრელი მსაჯი, ვიქტორ კაშაი განსჯის. მან 2-ჯერ იმსაჯა ”ბარსას” შეხვედრაში - 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მიმდინარე გათამაშების 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, სადაც ”ბარსამ” 4:0 იმარჯვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]