ნაგორნიაკი: ”განმეორებით შეხვედრაში ”ბარსელონა” მხოლოდ პრესტიჟისთვის იბრძოლებს”
რუსეთის პრემიერ-ლიგის ყოფილმა ვარსკვლავმა, სერგეი ნაგორნიაკმა ისაუბრა გუშინ გამართულ ”ბაიერნის” და ”ბარსელონას” დაპირისპირებაზე.
”ბაიერნმა” ”ბარსელონას” ყველაფრით აჯობა, თამაშის ჟინით და სურვილითაც კი. განმეორებით შეხვედრაში ”კამპ ნოუზე” კატალონიელები მხოლოდ პრესტიჟისთვის იბრძოლებენ. ”ბლაუგრანა” სწორად არ მოემზადა ”ბაიერნთან” დაპირისპირებისთვის, ხოლო მიუნხენელებმა სრულად გამოიყენეს მეტოქე გუნდის სუსტი წერტილები, რაც დიდწილად მწვრთნელის დამსახურებაა.” - განაცხადა ნაგორნიაკმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]