”ბარსელონა” ჰუმელსის სანაცვლოდ 25 მილიონს გადაიხდის
”ბარსელონა” უკვე დაუკავშირდა დორტმუნდის ”ბორუსიას” ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის აგენტს, იტყობინება ესპანური ”მარკა”.
მხარეებმა მოლაპარაკების დროს დიდ პროგრესს მიაღწიეს და ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები თითქმის ბოლომდე შეათანხმეს, ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული. დორტმუნდელები ამ ტრანსფერიდან 20-25 მილიონის მიღებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად გერმანულ კლუბს ზაფხულში ასევე მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი დატოვებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]