"ბარსელონას" ლევანდოვსკი სჭირდება
კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებას დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელებით გეგმავს.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბარსელონას" იურგენ კლოპის გუნდის ცენტრალური მცველის შეძენა სურს, კერძოდ კი მატს ჰუმელსის. ასევე, კატალონიელები თავიანთ გუნდში არც ილკაი გიუნდოგანის ხილვაზე იტყოდნენ უარს.
როგორც წყარო იტყობინება, "ბლაუგრანა" ახლა რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებასაც ცდილობს. თავდამსხმელის მიმდინარე კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება და "ბორუსია" მზადაა, იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშის შეძენა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ. "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" ლევანდოვსკის გადაბირებას ისახავენ მიზნად. ასევე, მათ რიგს მიუნხენის "ბაიერნიც" უერთდება. დორტმუნდელები მზად არიან, მათი ფორვარდის თაობაზე ყველა შემოთავაზება განიხილონ. როგორც ვარაუდობენ, ისინი მზად იქნებიან, რობერტს შვიდი მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეელიონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]